დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ ზამთრის სეზონისთვის ესპანეთის მიმართულებით და ესპანეთიდან რეისებზე ერთი მილიონი ადგილის შემცირებას აპირებს. გადამზიდავმა განაცხადა, რომ მიზეზი ესპანეთის აეროპორტის ოპერატორის, AENA-ს მიერ დაწესებული „გაბერილი და არაკონკურენტუნარიანი“ ტარიფები გახდა.
საერთო შემცირებიდან, დაახლოებით 400 000 ადგილი კანარის კუნძულების მიმართულებით რეისებზე იქნება, ხოლო კიდევ 600 000 ადგილი ესპანეთის სხვა რეგიონების მიმართულებით რეისებზე.
Ryanair-ის სანტიაგოს ბაზა, სადაც ორი თვითმფრინავი იმყოფებოდა, დაიხურება.
ავიაკომპანია ასევე შეწყვეტს ყველა რეისს ტენერიფეს ჩრდილოეთ აეროპორტში ზამთრის სეზონის დასაწყისიდან და ვიგოს აეროპორტში 1 იანვრიდან. Ryanair-ის ბაზები ვალიადოლიდსა და ხერესში, რომლებიც 2024 წელს დაიხურა, 2025 წლის ზამთარშიც დახურული დარჩება.
ყველაზე მეტად დაზარალდება სანტიაგო, სადაც შემცირება 38%-ს შეადგენს და სარაგოსა, სადაც ის 45%-ს მიაღწევს.
ვრცლად 34travel.me – ზე
