RT – რუსეთმა ირაკლი გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსული დროშის “შეურაცხყოფისთვის” მუსიკოს ირაკლი გეწაძის წინააღმდეგ რუსეთმა სისიხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა RT ავრცელებს.
კერძოდ, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “ს მამების საბჭოს” თავმჯდომარემ ანდრეი ზგონნიკოვმა, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, RT-ის შეატყობინა, რომ სისხლის სამართლის საქმე “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის” იქნა აღძრული.