RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსი 2025: უმთავრესი საფრთხე – ეკონომიკური მოხრჩობა

2 მაისს ორგანიზაციამ – „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. მასში შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. მედიის თავისუფლების ხარისხით გამორჩეული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, , ნიდერლანდები, შვედეთი და ფინეთი. საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია და ქვეყანამ ინდექსში 103-დან (2024) 114-ე (2025) ადგილზე ჩაინაცვლა.
წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური დასუსტება დღეს მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხეა.
RSF-ის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები მედიის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო დარღვევაა, ეკონომიკური ზეწოლაც არის ერთ-ერთი უმთავრესი, უფრო მზაკვრული პრობლემა. მსოფლიოში მედიის თავისუფლების წლევანდელ ინდექსში ეკონომიკური ინდიკატორი უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა და განაგრძობს კლებას. შედეგად, მედიის თავისუფლების გლობალური მდგომარეობა ინდექსის ისტორიაში პირველად ფასდება „რთულ ვითარებად“.
ეკონომიკური ზეწოლის პრობლემა უმთავრესად გაპირობებულია: მედიის მფლობელობის კონცენტრაციით, რეკლამის დამკვეთებისა და ფინანსური მხარდამჭერებისგან ზეწოლით და საბიუჯეტო დახმარებით, რომელიც ან შეზღუდულია, ან არ არსებობს, ან გამოიყოფა გაუმჭვირვალედ.
RSF-ის ინდექსის ეკონომიკური ინდიკატორით გაზომილი მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს, რომ დღეს მედია ერთი მხრივ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების, მეორე მხრივ კი ეკონომიკური გადარჩენისთვის იბრძვის.
„თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფა დღევანდელ მედიაგარემოში მოითხოვს სტაბილურ და გამჭვირვალე ფინანსურ მდგომარეობას. ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე თავისუფალი პრესა ვერ იარსებებს. როცა ახალი ამბების მედია ფინანსურად შეჭირვებულია, ის ცდილობს აუდიტორიის მოზიდვას ხარისხის დათმობის ხარჯზე და შეიძლება იქცეს ოლიგარქებისა და ხელისუფლების მსხვერპლად, რომლებსაც მისით სარგებლობა სურთ. როცა ჟურნალისტებს უჭირთ, მათ აღარ რჩებათ საშუალება წინააღმდეგობა გაუწიონ მედიის მტრებს – მათ, ვინც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ჩემპიონები არიან. მედიის ეკონომიკა სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელიც ჟურნალისტიკას შეეფერება და უზრუველჰყოფს სანდო ინფორმაციის შექმნას, რომელიც თავისთავად ღირებულია. გადაჭრის გზები არსებობს და ისინი მასშტაბურად უნდა იყოს გამოყენებული. მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, სარწმუნო ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება“ – განაცხადა ანნ ბოკანდემ, RSF-ის დირექტორმა.
ეკონომიკური ინდიკატორის შემადგენელია სარეკლამო შემოსავლები, რომლის დაკარგვის გარდა მედიის ეკონომიკურ მდგომარეობას ართულებს მფლობელობის კონცენტრაცია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს. ინდექსის მონაცემები აჩვენებს, რომ მედიის მფლობელობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია 46 ქვეყანაში და ზოგიერთ შემთხვევაში სრულად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. ეს აშკარაა რუსეთში (171-ეა, 9 ადგილით გაუარესდა), სადაც მედიასაშუალებებს ან სახელმწიფო ფლობს, ან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები და უნგრეთში (68), სადაც მთავრობა ახრჩობს მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს სახელმწიფო რეკლამის უთანასწორო მიწოდებით. ეს აშკარაა აგრეთვე ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შეზღუდვისთვის გამოიყენება „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონები და ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო (114-ეა, 11 ადგილით გაუარესდა); აგრეთვე ტუნისში (129), პერუსა (130) და ჰონგ კონგში (140), სადაც სახელმწიფო სუბსიდიები დღეს პროსამთავრობო მედიისკენ არის მიმართული. მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებშიც კი – ავსტრალიაში (29), კანადაში (21) და ჩეხეთში (10) – მედიის მფლობელობის კონცენტრაცია შემაშფოთებებლია. საფრანგეთში (25-ეა, გაუარესდა 4 ადგილით), ეროვნული მედიის მნიშვნელოვან წილს მცირე რაოდენობის მდიდარი ადამიანები ფლობენ. ეს მზარდი კონცენტრაცია ზღუდავს სარედაქციო მრავალფეროვნებას, ზრდის თვითცენზურას და იწვევს სერიოზულ შეშფოთებას ნიუსრუმების მფლობელების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლობის მხრივ.
ევროპა და ცენტრალური აზია
დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგანან, რასაც ხელი შეუწყო ამერიკული დახმარების მოულოდნელად შეჩერებამ და რუსული პროპაგანდის მზარდმა ზეგავლენამ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებებმა – კერძოდ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეჩერებამ მწვავედ დაასუსტა ისედაც მოწყვლადი სექტორი, განსაკუთრებით ქვეყნებში, სადაც ებრძვიან ავტორიტარულ რეჟიმებს, კორუფციას და სადაც ომია.
ში (62-ე ადგილზეა), სადაც ს შეჭრამ სანდო ინფორმაციაზე წვდომა უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, საინფორმაციო საშუალებების 90 პროცენტს თავი გაჰქონდა სუბსიდიების მეშვეობით, რომლებიც უპირატესად აშშ-დან მოდიოდა. ამ დახმარების შეწყვეტამ საფრთხე შეუქმნა რუსეთის ომის დანაშაულებისა და კორუფციის სანდო გაშუქებას მაშინ, როცა კრემლი ფლობს მნიშვნელოვან საშუალებებს პროპაგანდის გასავრცელებლად.
მედიის ეკონომიკური მოხრჩობა ზეგავლენას ახდენს აგრეთვე აღნიშნული რეგიონიდან დევნილობაში მყოფ საინფორმაციო საშუალებებზე. ადგილობრივი შემოსავლებისა და აშშ-ის დახმარების გარეშე ეს მედიასაშუალებები მასობრივად უშვებენ თანამშრომლებს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომას, განსაკუთრებით რუსეთსა (171) და ბელარუსში (166).
საქართველოში, რომელიც ინდექსში 114-ე ადგილზეა, სარეკლამო ბაზარი კონტროლდება ოლიგარქ ს მიერ, რომელიც არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი და რომლის წინააღმდეგაც საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი კი ბლოკავს დაფინანსების სხვა წყაროებს. აზერბაიჯანში (167) დაფინანსების შესაძლებლობების არარსებობამ იმდენად შეავიწროვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომ ისინი ან დადუმდნენ ან დევნილობაში არიან.
მედიის ეკონომიკური კრიზისი თვალსაჩინოა ევროკავშირსა და ბალკანეთის ქვეყნებშიც, სადაც მედიის თავისუფლების ევროპული აქტის (EMFA) შესრულება, რომელსაც შეუძლია საინფორმაციო ეკონომიკის ხელშეწყობა, კვლავაც ყოვნდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება იქცა გადამწყვეტ ტესტად იმისა, თუ როგორ უწყობენ ხელს ქვეყნები მედიაგარემოს: ჩეხეთმა (10) აირჩია საზოგადოებრივი მედიის ბიუჯეტის მედეგობის განმტკიცების გზა, განსხვავებით გერმანიისა (11) და საფრანგეთისგან (25). სლოვაკეთში (38), ბოსნიაში (86), სერბეთსა (96) და კოსოვოში (99-ეა და ევროკავშირ-ბალკანეთის არეალში ბოლო ადგილს იკავებს) საზოგადოებრივი მედია ეგზისტენციურ კრიზისს განიცდის ბიუჯეტის შემცირებისა და პოლიტიკური კონტროლის გამო.
ეკონომიკური ვარდნა ხელს უწყობს სახიფათო დინამიკას: მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, რაც ეხმარება მედიის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის ნორმალიზაციას. მოლდოვაში (35) პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებში ახდენენ გამომძიებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას. ყირგიზეთში (144) დამოუკიდებელი მედიასაშუალების – “24.kg”-ის პრეზიდენტის ყოფილი სპიკერის მიერ დაპატრონება აჩვენებს როგორ შეიძლება იქცეს სანდო ინფორმაციის წყარო პროპაგანდის იარაღად. უზბეკეთში (148) მცირე რაოდენობის დამოუკიდებელი ჟურნალისტი რეპრესიულ გარემოში მუშაობს და ხელისუფლება ხშირად ცდილობს ბლოგერების მოსყიდვას. თურქეთი (160-ზეა – ორი ადგილით გაუარესდა) ჩარჩენილია RSF-ის ინდექსის ქვედა მეოთხედში, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო.
ევროკავშირში – უნგრეთსა (68) და კვიპროსში (77) თავს იჩენს ძალაუფლებაში მყოფთა და ახალი ამბების მედიასაშუალებებს შორის სახიფათო სიახლოვე, რასაც განაპირობებს სახელმწიფო რეკლამის გაუმჭვირვალე, უთანასწორო განაწილება. მედიაგარემო ალბანეთსა (80) და საბერძნეთში (89) ხასიათდება ინტერესთა კონფლიქტით. მეტიც, მედიასაშუალებებში კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება სამართალწარმოება, რომელიც მათ ფინანსური საშუალებების გარეშე ტოვებს – ასეთი პროცესები მიმდინარეობს ხორვატიასა (60) და ბულგარეთში (70). თუმცა, ჩანს იმედის ნიშნებიც. პოლონეთი (31) გამოსწორებისკენ მიდის მას შემდეგ, რაც იქ მედიის წინააღმდეგ დამამცირებელი იურიდიული ქმედებები შეწყდა. მედიასექტორში დადებითი ეკონომიკური ნიშნებია ავსტრიაში (22). ესტონეთი (2) დღეს საუკეთესოა ევროკავშირში მედიათავისუფლების მხრივ. პირველ ადგილს ინდექსში ნორვეგია იკავებს. სიის ბოლო ადგილს ინარჩუნებს ერითრეა (180).
საქართველო
სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის მედიის თავისუფლების გაუმჯობესების ძალისხმევას. გარემო კვლავაც მტრულია დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიაზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შესავიწროვებლად
მედიაგარემო
მედიაგარემო მრავალფეროვანია და ამავდროულად, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულია. მანიპულაციის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გამო, რომელიც ფართოდ ვრცელდება მედიაში, განსაკთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციია მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარს, როგორც ეს იყო რუსთავი-2-ის საქმეში, როცა ტელევიზიამ შეცვალა სარედაქციო ხაზი მას შემდეგ, რაც ის ყოფილ მესაკუთრეს გადაეცა. რეგიონულ და სათემო რადიოებს დაფინანსების პრობლემა აქვთ, მცირდება ბეჭდვითი მედიის მკითხველთა რიცხვი. ამავდროულად იზრდება ონლაინმედიების მომხმარებელთა რაოდენობა.
პოლიტიკური კონტექსტი
RSF-ის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტიც და აღნიშნულია, რომ 2024 წლის „სადაო საპარლამენტო ს“ შემდგომი „სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“ არის ტელევიზიებზე კონტროლისთვის კონკურენციის ხელშემწყობი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს მედიასაშუალების ფლობას, დიდი ტელევიზიები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს. მფლობელებს კი ხშირად აქვთ ახლო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო მედიაზეც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევის ობიექტია. ამავე დროს, ხელისუფლება ხშირად უარს აცხადებს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ ცენზურას, რეიდებს, მადისკრედიტებელ კამპანიასა და დაშინებას მიმართავს.
საკანონმდებლო ჩარჩო
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას კვლავაც არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია მედიის თავისუფლებაზე , რაც არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის საპირისპიროდ მან მიიღო ახალი საკანონდებლო ცვლილებები, მათ შორის „უცხოეთის აგენტებზე“, რომელიც რუსეთიდან არის გადმოღებული და რომ სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ ინფორმაციის წყაროების კონფიდენციურობის პრინციპს მიუხედავად იმისა, რომ ის დაცულია გამოხატვის შესახებ კანონით.
ეკონომიკური კონტექსტი
საქართველოში მცირდება ბეჭდვითი და ონლაინ მედიის ისედაც განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი. ეს მედიასაშუალებები დიდწილად ფინანსდებიან დონორების მიერ, ჩვეულებრივ – დასავლეთიდან. აღნიშნულია კერძო მედიების ეკონომიკური პრობლემებიც – რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებმა გააუარესა მასშტაბურად სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან კონკურენციის პირობები.
სოციალურ-კულტურული კონტექსტი
საქართველოს სოციოკულტურული კონტექსტის აღწერისას, აღნიშნულია, რომ საქართველო გამოირჩევა გარკვეულ საკითხებზე ძლიერი დაძაბულობებით, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტქ+ უფლებები და რუსეთის გავლენით, რაც ზეგავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. გავლენიანი სოციალური როლის მქონე პირები, როგორებიც არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების ქვეშ, შესაბამისად ირღვევა ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციურობაც.
ჟურნალისტების უსაფრთხოება
ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში დაახლოებით 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავების თვალწინ, იყო უპრეცედენტო უკუსვლა. გამოძიების გაუმჭვირვალობა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობაზე.