„Roblox-ს პედოფილები იყენებენ“ – ბავშვების არასაკმარისი დაცვის გამო, სათამაშო პლატფორმას სასამართლოში უჩივლეს

„Roblox-ს პედოფილები იყენებენ“ – ბავშვების არასაკმარისი დაცვის გამო, სათამაშო პლატფორმას სასამართლოში უჩივლეს
ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა ჯეიმს უტმაიერმა სათამაშო პლატფორმა Roblox-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. Fox-ის ცნობით, ის კომპანიას არასრულწლოვანი მომხმარებლების შევიწროებისგან დაცვის უუნარობაში ადანაშაულებს.
უტმაიერის თქმით, ზრდასრულებს შეუძლიათ პლატფორმაზე ბავშვების როლში გამოჩნდნენ და არასრულწლოვანი მომხმარებლების ნდობა მოიპოვონ, რადგან საიტს ასაკის დადასტურება არ გააჩნია. ამ ხარვეზს პედოფილები იყენებენ.
სარჩელში ნათქვამია, რომ ფლორიდაში ბავშვები პლატფორმაზე ინტიმური ფოტოებით შანტაჟს განიცდიდნენ, ზოგიერთ კი გაიტაცეს კიდეც და ძალადობის მსხვერპლნიც გახდნენ. გენერალური პროკურორი 50 000 დოლარზე მეტ კომპენსაციას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა