Ria: რუსეთის დელეგაცია უკვე სტამბოლშია, სიაში არ არის ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია Ria წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ს დელეგაცია უკვე სტამბოლშია, სადაც მოსკოვსა და კიევს შორის დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
· საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი
· რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი
· თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი
-ის პრეზიდენტის, ს წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა ს 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შეთავაზება გაკეთდა რუსეთის მხრიდან მედიაციის სურვილის ფონზე და თურქეთის ჩართულობით.
13 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. თუმცა, დელეგაციის შემადგენლობა არ დასახელებულა.
14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, მ, განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. თუმცა, აღნიშნა, რომ თუ დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებებისადმი და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს შეხვედრას, რაც პუტინის დასწრებაზეა დამოკიდებული.