Rheinmetall უკრაინისთვის 142 მლნ დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს

გერმანული კომპანია, Rheinmetall Concern-ი უკრაინისთვის 142 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს.
“2024 წელს Rheinmetall გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება გერმანიაში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ქარხნებში, რაც უზრუნველჰყოფს 700 000-მდე საარტილერიო ჭურვის წლიურ წარმოებას. უკრაინისთვის დაახლოებით 40 000 წინასწარ შეკვეთილი ჭურვის წარმოება და მიწოდება 2024 წელს იგეგმება.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Rheinmetall Concern will produce €142 million worth of artillery ammunition for Ukraine and hand it over in 2025, the company said in a statement. pic.twitter.com/tGlRv1Yqcw— NEXTA (@nexta_tv) December 4, 2023