Revolut-ი თურქული ბანკის FUPS-ის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – Bloomberg

Revolut Ltd. თურქული ციფრული ბანკის, FUPS-ის, შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თურქეთში საკუთარი მომსახურების გაწევა დაიწყოს, – ამის შესახებ Bloomberg-ს მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა წყაროებმა აცნობეს.
FUPS ნაკლებად ცნობილი თურქული ბანკია, რომელიც ფინტექ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიამ ლიცენზია 2022 წელს მიიღო 1.5 მილიარდი ლირის სააქციო კაპიტალით, რაც იმ დროს 81 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა