Reuters – USAID-ის თანამშრომლებმა ვაშინგტონში სააგენტოს შტაბ-ბინა დაცალეს – პირადი ნივთების შესაგროვებლად მათ მხოლოდ 15 წუთი მისცეს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება მისცეს, ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინაში შესულიყვნენ, პირადი ნივთები აეღოთ და სამუშაო მაგიდა გაესუფთავებინათ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებს მხოლოდ 15 წუთი მისცეს პირადი ნივთების შესაგროვებლად.
შენობიდან გამოსულ USAID-ის თანამშრომლებს გარეთ 80-მდე ადამიანი დახვდა და მხარდაჭერის ნიშნად აპლოდისმენტებით გააცილეს.
შეგახსენებთ, ს ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს. ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი გეგმები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა. განაცხადის თანახმად, ადმინისტრაცია -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო დახმარებას აუქმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა