Reuters, CBS, AL Jazeera, AL Arabyia – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რომლის შედეგად, თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს, საერთაშორისო მედია ეხმიანება.
Reuters, CBS, AL Jazeera და AL Arabyia სუს-ის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთცოების სამსახურსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა