Reuters – „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ს მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდო.
„ჰუსიტების“ პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, 18 მარტიდან დღემდე, მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები განაახლეს, „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით 37 ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე 10 დრონი გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს