“ჰამასმა” და მისმა მოკავშირე “ისლამურმა ჯიჰადმა” უარყვეს ეგვიპტის წინადადება, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ძალაუფლება უნდა დაეთმოთ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ განუცხადა. წყაროს ცნობით, ისლამისტურმა დაჯგუფებამ უარყო ნებისმიერი დათმობა, გარდა მძევლების გათავისუფლებისა.
“ჰამასი” ცდილობს დაასრულოს ისრაელის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი და ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ეგვიპტელ ძმებთან ამის გაკეთების გზები. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ დახმარება ჩვენი ხალხისთვის უნდა გაგრძელდეს და უნდა გაიზარდოს და უნდა მიაღწიოს მთელ მოსახლეობას ჩრდილოეთით და სამხრეთით. მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და დახმარება გაიზრდება, მზად ვართ ვისაუბროთ პატიმრების გაცვლაზე”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.