Reuters: ჰამასი ამბობს, რომ მზადაა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე

სააგენტო Reuters-ის თანახმად, პალესტინურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა – რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – პარასკევს დადებითი პასუხი გასცა -ის წინადადებას ღაზაში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა “დაუყოვნებლივ” დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც მიემართება მძევლების გათავისუფლებას და ომის დასრულების პირობებს.
Reuters-ის თანახმად, ჰამასი აცხადებს, რომ დაასრულა პირველი კონსულტაციები და განხილვები პალესტინელთა ფრაქციებთან და მზადაა სრულად და სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებაში.
იუწყებიან, რომ ჰამასი ეგვიპტისგან, კატარისგან და აშშ-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ 60-დღიანი ზავის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება და არ განახლდება საომარი მოქმედებები. ისრაელის გამოცემა Ynet-ს წყარომ აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი, შეთანხმებას 7 ივლისს გამოაცხადებენ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
ჯანდაცვის ადგილობრივი მესვეურების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელს თავდასხმებს ღაზაში ემსხვერპლა სულ მცირე 138 პალესტინელი.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად იქნა აყვანილი.
· პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლა 57 000-ზე მეტი ადამიანი, მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ნგრევა.
· საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს