Reuters – ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ს, ს ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS).
ამასთან, მოსალოდნელია, რომ პაკეტში შედის კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში.
Reuters-ი წერს, რომ შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს.