Reuters – -ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს

ჯო ბაიდენი -ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზაცია ბევრად უფრო გასაიდუმლოებული იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არც მის მოადგილეს ჰქონდა.
ლოიდ ოსტინმა მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა 6 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ამ დრომდე უცნობია, თუ ჯანმრთელობის რომელმა პრობლემამ გამოიწვია ოსტინის ჰოსპიტალიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა