Reuters – ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ბლოკს სთავაზობს, შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან, რის მიზეზადაც ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას ასახელებს,- ინფორმაციას Reuters-ი ოთხ დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი წერს, რომ სერიოზული შეშფოთება არსებობს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ და რომ ეს შეშფოთება, ჯერჯერობით, ს მიერ საკმარისად არ არის განხილული.
„ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, წარვადგენ წინადადებას, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა პუნქტი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების მიზნით“, – წერს ბორელი.
Reuters-ი განმარტავს, რომ შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც სააგენტოს წყაროების თქმით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად