Reuters – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს დილით ტაილანდის ავაიაგამანადგურებლებმა კამბოჯასთან საზღვარზე სამიზნე ობიექტები დაბომბეს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა პირობა დადო, რომ ქვეყანა „სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, ვიდრე არ იგრძნობს, რომ მიწასა და ხალხს საფრთხე აღარ ემუქრება“.
ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა.
„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ დილით ჩვენმა მოქმედებამ თავისი სათქმელი თქვა“, – აღნიშნა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ მას დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება ოქტომბერში, მალაიზიაში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით სურს.
შეგახსენებთ, გუშინ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.
„შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან ცეცხლს შეწყვეტენ და პირვანდელ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან. ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და -სთან ვაჭრობის გაგრძელებისთვის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო