Reuters – ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები კვირას გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.
„17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით ძალადობრივი და არაკონსტიტუციური აქტებისკენ მოწოდებებს გეგმავდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს შორის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა