Reuters – ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ს ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ხან იუნისში ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდებოდნენ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.