ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯამუსა და ქაშმირის შტატში მდებარე განყოფილებაში პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა.
პოლიციის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის უმეტესობა პოლიციელია.
„ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაიწვა“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.




