Reuters: ფრონტერას დამფუძნებელი -ის კონგრესში ქართული ოცნების სასარგებლოდ ლობირებს

Reuters სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოში ბიზნეს ინტერესები მქონე ერთ-ერთი პოლიტიკური დონორი ბოლო კვირების განმავლობაში -ის კონგრესმენებთან პირად საუბრებში ლობირებდა იმ საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ, “რომელიც ქვეყნის ანტი-დასავლურ მმართველ პარტიაზე ზეწოლას მოახდენდა”.
სტატიის მიხედვით, საუბარია ბიზნესმენ სტივ ნიკანდორსზე, რომელიც საქართველოში კომპანია Frontera Resources-ის ამბებიდან არის ცნობილი. ის კომპანიის თანადამფუძნებელია.
Reuters წერს, რომ მისმა ლობირებამ მაღალი რანგის რესპუბლიკელი კონგრსმენები გააღიზიანა და კაპიტოლიუმში გაამწვავა დავა, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს “ს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის მიმართ”.
Reuters-ის თანახმად, კანონმდებლების ორპარტიული ჯგუფი ცდილობს, რომ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც “დასჯის სულ უფრო ავტორიტარულ, მოსკოვზე ორიენტირებულ მთავრობას თბილისში…”.
Reuters-ის მიხედვით, თბილისთან დაკავშირებული ზეწოლიდან ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ღონისძიებაა, რომელიც აშშ-ის მთავრობას დიდწილად აუკრძალავს საქართველოს მთავრობის აღიარებას – “რომელსაც პოპულისტური კონსერვატიული პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს”.
ამ კონტექსტში, Reuters ახსენებს ბიზნესმენ სტივ ნიკანდორსს და წერს, რომ მან “30 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრს, რომელშიც მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ამ [ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ] საკანონმდებლო ინიციატივას შეეწინააღმდეგნენ”.
წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, ბიზნესმენმა ასევე მოუწოდა კანონმდებლებს, გადადგან შემდგომი ნაბიჯები ამ საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოო მიღების წინააღმდეგ, რომელიც გამოცემის თანახმად, კომიტეტის მიერ კენჭისყრის მოლოდინშია.
Reuters აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა სტივ ნიკანდორსმა ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ელექტრონულ შეტყობინებას არ უპასუხა, კანონპროექტის ინიციატორმა ჯო უილსონმა კი განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ბიზნესმენის მხრიდან კანონპროექტის ჩაშლის მცდელობები.
Reuters-ის თანახმად, ენერგეტიკული ფირმა TXN Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდორსი თავის წერილში ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება “დემოკრატიულად იქნა არჩეული და რომ ასეთმა ზომამ შესაძლოა საქართველო ს ორბიტაზე კიდევ უფრო მეტად გადაიყვანოს და აშშ-ის ბიზნეს ინტერესებს, მათ შორის მის ბიზნეს ინტერესებს, ზიანი მიაყენოს”. წერილში ნათქვამია, რომ მისი კომპანია TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს.
“ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან და ინვესტიციებს დებენ საქართველოში, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ბიზნესმენის წერილში.
Reuters-ს საქართველოში აშშ-ის ელჩმა თამარ ტალიაშვილმა უთხრა, რომ მართალია, სტივ ნიკანდროსი არის “ნოვატორი”, თუმცა – ქართული ოცნების ხელისუფლებას ამჟამად არ აქვს ლობისტური კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამავე პასუხში თამარ ტალიაშვილმა თქვა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ს პრეზიდენტობის პერიოდში გაუარესდა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ს ადმინისტრაციის პირობებში ვითარება გაუმჯობესდეს.
კანონპროექტი, რომელზეც Reuters სტატიაში და სტივ ნიკანდორსი წერილში საუბრობს, არ არის MEGOBARI Act – საუბარია ქართული კოშმარის არაღიარების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა – წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც მასზე ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, სტივ კოენთან ერთად მუშაობდა.
ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს ს, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
რაც შეეხება MEGOBARI Act-ს, 1-ელ სექტემბერს ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაწერა, რომ MEGOBARI Act-ის აშშ-ის სენატში შეფერხებაში მნიშვნელოვანი როლი სენატორმა მარკვინ მალინმა ითამაშა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რადიო თავისუფლება ესაუბრა სენატორმა მარკვინ მალინს, რომელიც წარსულში თბილისს ტეხასურ ნავთობკომპანია ფრონტერასთან დაკავშირებით აკრიტიკებდა. RFE/RL-სთან საუბრისას მან თქვა, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება ფრონტერას გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ქართული ოცნების მთავრობასთან.
ფრონტერა აშშ-ში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, კერძოდ, კახეთში. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და საქართველოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა – ხელისუფლებას კომპანიასთან საარბიტრაჟო დავა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც, 2020 წელს ჯერ კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა, შემდეგ კი მოლაპარაკებები მაინც გააგრძელა.
რადიო თავისუფლების თანახმად, გაარკვიეს, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისთვის 15,4 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი.