ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვა.
„კანცლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის მათ შორის, ვინც თვლის, რომ ჩვენ აშშ-ზე უარი უნდა ვთქვათ. ველი, რომ სიტყვით გამოსვლისას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში წინსვლის გზას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ფრიდრიხ მერცი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იისაც შეხვდება.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება. კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.




