Reuters – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ერთად ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების საკითხი განიხილეს

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ერთად ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიმდინარე თვეში გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-ის რუსეთის „სახალინ-1“-ის პროექტში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.
ასევე, ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტებისთვის ამერიკული აღჭურვილობის შეძენის საკითხიც განიხილეს.
წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთ საკითხს -ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ძრავით აღჭურვილი ყინულმჭრელი გემების შეძენა წარმოადგენდა.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარე თვის დასაწყიში მოსკოვში, -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და მის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრებზე შედგა.
ამასთან, პოტენციური ენერგეტიკული შეთანხმებების საკითხი მხარეებმა ალასკაზე გამართულ სამიტზეც განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”