Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისა და დონალდ ტრამპთან შეხვედრისგან სასწაულებს არ ელის

უკრაინის პრეზიდენტი, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერის მიღებას შეეცდება, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ კულისებში ჩუმად ემზადება ომის ახალი ფაზისთვის, რომელშიც ის უფრო მეტად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.
„კიევის იმედები, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებს დააწესებს, ქრება. წყაროს თქმით, არა მხოლოდ სანქციებისა და -ის დახმარების შემცირების გამო აღმოჩნდა დაბრკოლებების წინაშე, არამედ შესაძლოა, ევროპაში მოკავშირეების სხვა მხარდაჭერაც დაკარგოს“, – აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლამდე თავიანთი სამუშაო პრაგმატულ დიპლომატიად წარმოაჩინეს და არა გადამწყვეტი მოგზაურობისთვის მზადებად.
„ნიუ-იორკი ყოველ სექტემბერს პლატფორმაა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილია. ვისურვებდი, რომ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბის კონფლიქტებისთვის მარტივი გადაწყვეტილებები არასდროს იქნება. ამიტომ, არ მგონია, რომ ნიუ-იორკიდან მარტივი გადაწყვეტილებებით დავბრუნდეთ. ნიუ-იორკის შემდეგაც გავაგრძელებთ შრომას“, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ Reuters-ს.