Reuters – უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას მოაწერენ ხელს – დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება კონგრესში გამოსვლისას სურს

უკრაინა და იშვიათი მინერალების შეთანხმებას 4 მარტს (ვაშინგტონის დროით) მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი საკითხში გარკვეულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ მას შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება 4 მარტს (ამერიკის დროით) კონგრესში გამოსვლისას სურს, თუმცა მან ამავდროულად აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის და ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.
გამოცემას კომენტარებისთვის ამ მომენტისთვის არ უპასუხეს არც თეთრმა სახლმა, არც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა და არც აშშ-ში უკრაინის საელჩომ.
კონგრესში თბილისის დროით დილის 6:00 (ვაშინგტონის დროით 21:00) საათზე გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს “ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში”.
“ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – დასძენს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: 2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო

ირაკლი კობახიძე – საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული – ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს – ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით