უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთი კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ომში ექვსთვიანი მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ისინი ახალ იარაღს, მათ შორის დრონებს იყენებენ“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, ლი სონგ-კვონმა.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად 15000 ჯარისკაცი გაგზავნა, მათ შორის 600 დაიღუპა, ხოლო სულ დანაკარგების რაოდენობა 4700-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ კორეამ პირველად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.
