Reuters – სა და რუსეთში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

კიტ კელოგი, რომელიც -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სა და რუსეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა, იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის რამდენიმე სხვა დედაქალაქში გაემგზავრება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული მოგზაურობის დროს კიტ კელოგი მოსკოვში ჩასვლას არ გეგმავს.
კელოგი კიევში ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. მისი გუნდი მუშაობს ევროპის სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის, ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებაზეც, თუმცა, წყაროების განცხადებით, მოგზაურობის დაგეგმვა ჯერ კიდევ ხორციელდება და მარშრუტი, შესაძლოა, შეიცვალოს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრები, უფრო მეტად, ფოკუსირებული იქნება ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის სახელით ფაქტების დადგენაზე, ვიდრე აქტიურ მოლაპარაკებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს