Reuters – მ პოკროვსკში სპეცრაზმი შეიყვანა

უკრაინამ სპეციალური დანიშნულების რაზმები გადასხა აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკის იმ ნაწილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ორ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სპეცრაზმელები კვირის დასაწყისში შეიყვანეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ს ძალები ალყაში მოაქცია.
ოპერაციას სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მეთვალყურეობდა.
Reuters-ი წერს, რომ ოპერაცია აჩვენებს, თუ როგორ იბრძვის სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში მას შემდეგ, რაც ამ თვეში რუსებმა მისი პერიმეტრი დაარღვიეს. ს მიერ პოკროვსკის, მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო კვანძის, აღებამ შესაძლოა მას აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში.შემდგომი წინსვლის საშუალება მისცეს, რომლის სრულად ოკუპაციასაც ისახავს მიზნად.
უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევა და ტერიტორიაზე შეღწევა სულ მცირე 200 რუსმა ჯარისკაცმა შეძლო.
პრეზიდენტმა მ საღამოს მიმართვაში პოკროვსკის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა :
„ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევაჩეროთ რუსული თავდასხმები, სადაც ეს შესაძლებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს