Reuters – უკრაინამ კურსკში დაკავებული ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა

უკრაინამ ს კურსკის ოლქის ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა, რომელიც აგვისტოში მოულოდნელი შეჭრის შედეგად დაიკავა, რადგან რუსულმა ძალებმა კონტრშეტევების ტალღები მოაწყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის გენერალურ შტაბის წარმომადგენელია.
წყაროს თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 59 000 ჯარისკაცი განალაგა მას შემდეგ, რაც იქ ს ძალები სწრაფად შეიჭრნენ და წინ წაიწიეს.
„ჩვენ ვაკონტროლებდით დაახლოებით 1 376 კვადრატულ კილომეტრს, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უფრო მცირეა. მტერი აძლიერებს კონტრშეტევებს. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს“, – აღნიშნა წყარომ.
Reuters-ი წერს, რომ კურსკში შესვლის მიზანი იყო კიევს შეეჩერებინა რუსეთის თავდასხმები აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ში, იძულებული გაეხადა რუსეთი, უკან დაეხია ძალები, რომლებიც თანდათან წინ მიიწევდნენ აღმოსავლეთში და კიევისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დამატებითი ბერკეტი მიეცა.
ამასთან, გამოცემის წყაროს თქმით, ახლა კიევისთვის ყველაზე სახიფათო მიმართულება კურახოვეს ტერიტორიაა, რადგან რუსული ძალები იქ დღეში 200-300 მეტრით წინ მიიწევენ და ზოგიერთ ტერიტორიაზე გარღვევას ახერხებენ.
Reuters-ი წერს, რომ ქალაქი კურახოვე დონეცკის რეგიონში პოკროვსკის ლოჯისტიკური ცენტრისკენ ტრამპლინია.
წყაროს ინფორმაციით, რუსეთს ახლა დაახლოებით 575 000 ჯარისკაცი ჰყავს უკრაინაში, და მიზნად ისახავს, თავისი ძალები დაახლოებით 690 000-ამდე გაზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა