Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წარადგინეს “იარაღების სია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ოთხშაბათს, ვაშინგტონში დახურულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები და თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელები.
იარაღის უახლესი სია, რომელიც უკრაინის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება რუსეთის არმიასთან საბრძოლველად, მოიცავს დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, F-18 “Hornet” მოიერიშე თვითმფრინავებს, დრონებს, Apache და Blackhawk ვერტმფრენებს.
დოკუმენტების მიხედვით, სიაში შედიოდა იარაღი, რომელიც უკრაინას უკვე აქვს მარაგში, როგორიცაა აბრამსის ტანკები და 155 მილიმეტრიანი არტილერია, F-16-ები, თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები.
მაგრამ სიაში არის რამდენიმე სიურპრიზი, განსაკუთრებით ძვირადღირებული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავები დამზადებული Boeing-ის მიერ (BA.N) და C-130 Super Hercules დამზადებული Lockheed Martin-ის მიერ (LMT.N).
სიაში მოხვდა Boeing-ის Apache თავდასხმის ვერტმფრენები, ისევე როგორც Black Hawk ვერტმფრენი, რომელიც დამზადებულია Lockheed Martin-ის სიკორსკის განყოფილების მიერ.
უკრაინას ასევე სურს მიიღოს F-18 “Hornet” მოიერიშე თვითმფრინავები, სამი ტიპის General Atomics დრონები,მათ შორის MQ-9B Sky Guardian და Lockheed-ის მიერ დამზადებული საჰაერო თავდაცვის სისტემა Terminal High Altitude Area Defense (THAAD).