reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 120 ადამიანი.
ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9 ცხედარი იპოვეს, რვა ადამიანი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავებულია 13.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
