აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის “უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ასევე არ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პერსონალურად შეხვედრის გეგმები.
ასევე, წყარომ 20 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბარი როგორც “პროდუქტიული” აღწერა.
ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმევენ, თუმცა თარიღები არ დაუსახელებია.
