Reuters – ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს

ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა გასულ კვირას რუსული გადაუმუშავებელი ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, ვინაიდან -ის პრეზიდენტის, ს მოსკოვისგან ნავთობის მყიდველებისთვის მუქარის შემდეგ რუსულ ნავთობზე ფასდაკლებები შემცირდა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის მესამე იმპორტიორი და საზღვაო გზით რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვა ინდოეთის ოთხმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ შეწყვიტა – Indian Oil Corp-მა, Hindustan Petroleum Corp-მა, Bharat Petroleum Corp-მა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-მა.
ზემოთ ხსენებულმა კომპანიებმა და ინდოეთის ნავთობის ფედერალურმა სამინისტრომ ამ მომენტისთვის გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.