Reuters – სტივ უიტკოფი თურქეთში სთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება

-ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ხვალ თურქეთს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ სთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება, – ინფორმაციას Reuters-ი თურქულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხვალ თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა ში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. მისი თქმით, ასევე მუშაობს ომის ტყვეების გაცვლის აღსადგენად.
„ხვალ შეხვედრებს თურქეთში გავმართავ. ჩვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ვემზადებით და შევიმუშავეთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ. უკრაინის მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ომის დასრულებას მივუახლოვდეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების გაცვლის აღდგენასა და ჩვენი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.