Reuters – სლოვაკეთის დედაქალაქში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

მომიტინგეები სლოვაკეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და ეჭირათ ბანერები წარწერებით: “ უკრაინის გვერდით” , “კმარა !” , “სირცხვილია”.
“სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ არ ვართ რუსეთი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მედიასთან.
აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გახდა გასულ თვეში პრემიერ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოსკოვში.