Reuters – სირიაში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა

სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია.
ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.