Reuters – სიდნეიში პალესტინის მხარდამჭერ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა

სიდნეიში პალესტინის მხარდამჭერ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.
როგორც Reuters წერს, ძლიერი წვიმის მიუხედავად, სიდნეის ჰარბორის ხიდზე მსვლელობა ომისგან განადგურებულ ღაზას სექტორში მშვიდობისა და დახმარების მიწოდებით გაიმართა.
აქტივისტები აცხადებდნენ, რომ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. აქტივისტებს შორის იყო Wikileaks-ის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OCHR) ცნობით, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა.
გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. ამავდროულად, ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და რომ რეგიონში შიმშილობის საფრთხე არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს