Reuters – საქართველოს პროკურატურამ 8 წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო – ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა

საქართველოს პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – მათ რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერასა და უცხოური ძალების დახმარებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, და სამი მთავარი ოპოზიციური ბლოკის კიდევ შვიდი წევრი.
„ამ ნაბიჯის გადადგმა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ ევროკავშირისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის განცხადებით, რვა პირს ბრალად საბოტაჟი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ინტერესების დახმარება და მთავრობის დამხობის მოწოდება ედებათ.
„კერძოდ, სამ პოლიტიკოსს ბრალად ედება „საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“ მეზობელ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაუკონკრეტებელი უცხოური მთავრობებისთვის“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საქართველომ უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?