Reuters – საფრანგეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა – დაკავებულია ათობით მომიტინგე

საფრანგეთში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ და ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით: „ყველაფერი დაბლოკეთ“.
Reuters-ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ნაგვის ურნები დაწვეს და გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ათობით მომიტინგე დააკავეს.
დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის ფონზე მიმდინარეობს. ორი დღის წინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.