Reuters – საფრანგეთში, ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათასობით ადამიანი გაიფიცება

საფრანგეთში, ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათასობით ადამიანი გაიფიცება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დღეს საფრანგეთში მასწავლებლები, მძღოლები და ექიმები გაიფიცებიან და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან.
პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 800 000-მდე ადამიანი მიიღებს.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს ცნობით, საპროტესტო აქციების დროს წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით 80 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული.