Reuters – საფრანგეთის, -ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთის, -ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისისა და იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა.
საფრანგეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აღდგენა მოითხოვეს.
„ღაზაში მართვა, კანონისა და წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, ისევე როგორც პალესტინის ტერიტორიებზე, გაძლიერებული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი