სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძარმა სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ოდის დეპარტამენტში 4 500 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.
საფრანგეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჟუასარმა განაცხადა, რომ ოდის დეპარტამენტში ტყის ხანძარს 1 250-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ოდის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცნობით, ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
