Reuters – სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დღეს ჩაატარებენ.
მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც, კვორუმი ვერ შედგა.
სამხრეთ კორეის ოპოზიციურ პარტიებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტიიდან რვა პარლამენტარის ხმა სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას