Reuters: რუსმა სამხედროებმა ნიგერში ბაზის ტერიტორიის ერთი ნაწილი დაიკავეს და ამერიკელებთან შეხება არ აქვთ

რუსმა სამხედროებმა ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში დაიკავეს სამხედრო ბაზა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები. ინფორმაცია სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. რუსი სამხედროები შევიდნენ ნიამეის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ამერიკულ საავიაციო ბაზაზე.
ნიგერში 2023 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ხუნტამ ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლა მოითხოვა. შეერთებულმა შტატებმა 1000-მდე სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
Reuters-ის წყაროს თანახმად, რუსმა სამხედროებმა ბაზის ტერიტორიის ერთი ნაწილი დაიკავეს და ამერიკელებთან შეხება არ აქვთ. ამასთან, როგორც სააგენტო წერს, ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდნენ იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია ში ომის გამო. რუსეთს ნიამეის ბაზაზე თავისი სამხედროების განთავსების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2023 წლის ივლისში ნიგერელი სამხედროების ჯგუფმა, სავარაუდოდ, ს მხარდაჭერით დაამხო ნიგერის პრეზიდენტად 2021 წელს არჩეული, დასავლეთის მოკავშირე მოჰამედ ბაზუმი.
პუტჩამდე ნიგერი დასავლეთ აფრიკაში იყო -ის, საფრანგეთის და გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მრავალი წელია ნიგერს ატერორებენ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდასთან“ კავშირის მქონე დაჯგუფებები.
ფორუმი