Reuters – რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ამერიკული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროების მიერ მოსკოვის პირადი შემადგენლობისთვისა და ჯავშანტექნიკისთვის მიყენებულმა დანაკარგებმა რუსული სამხედრო მოდერნიზაცია 18 წლით უკან გადაწია.
წყაროს თანახმად, -ის დაზვერვის შეფასებებით, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 360 000 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო. მას შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან 315 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლულ ან დაჭრილ იქნა, რაც სრული შემადგენლობის დაახლოებით 87%-ს შეადგენს.
გამოცემის წყაროს თანახმად, აღნიშნულმა დანაკარგებმა აიძულა სამხედრო გაწვევის სტანდარტები შეესუსტებინა და ნასამართლევი და ასაკიანი პირების გაწვევა მოეხდინა.
წყაროს თანახმად, რუსეთმა ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის 1,300 ერთეული დატოვა, და დანაკარგების შევსება 1970-იან წლებში წარმოებული T-62 ტანკებით უწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო