Reuters – რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა

რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი გემების თრექინგის მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თრექინგის მონაცემებისა და წყაროს თანახმად, 6 ოქტომბერს ტანკერმა “კაისერი” ს ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული “ციმბირული მსუბუქი” კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა.
კომპანია “რუსნეფტში” გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ივანე ჩხაიძე – გრიპის ვირუსთან მიმართებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებია რისკის ჯგუფი – მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას, იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებებით