Reuters – რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა

რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს ცნობით, 88 წლის რომის პაპს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ „არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია“ უტარდება.
ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.
შეგახსენებთ, ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს – „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას