Reuters- რომის პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ ლაპარაკის თავიდან სწავლის პროცესშია

Reuters-ის ინფორმაციით, ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ ისევ სწავლობს ლაპარაკს. კარდინალ ვიქტორ მანუელ ფერნანდესის განცხადებით, პონტიფიკოსის მდგომარეობა სტაბილურია და არ გაუარესებულა. თუმცა ჟანგბადის თერაპიამ, რომელიც მას ჩაუტარდა, მნიშვნელოვნად იმოქმედა მის ხმაზე და ახლა პაპს კომუნიკაციის უნარის აღდგენა სჭირდება.
კარდინალმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ფრანცისკე ტახტის დატოვებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო