Reuters – პუტინმა ბრაზილიაში BRICS-ის სამიტზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, ვიდეოზარით ისაუბრა და განაცხადა, რომ “ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის ლიდერებს სამიტზე განუცხადა, რომ ლიბერალური გლობალიზაციის ერა მოძველებულია და მომავალი სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზრებს ეკუთვნის, რომლებმაც უნდა გააძლიერონ მათი ეროვნული ვალუტის გამოყენება ვაჭრობისთვის.
მედიის თანახმად, პუტინმა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სამიტზე ვიდეოზარით ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, რომელიც მას უკრაინაში ომის დანაშაულებებში ადანაშაულებს და რაზეც მოსკოვი აცხადებს, რომ ორდერი უსაფუძვლო და უაზროა.
„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია“, – განაცხადა პუტინმა განცხადებაში და დასძინა: „ბიზნეს აქტივობის ცენტრი განვითარებადი ბაზრებისკენ გადადის“.
პუტინმა ასევე მოუწოდა BRICS-ის ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ფინანსების სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ