Reuters: პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი ში და დათანხმდეს ზავზე, რომლის დროსაც ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს 24 მაისს ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით. ამავდროულად, ამტკიცებენ, რომ პუტინი მზად არის ომის გასაგრძელებლად, თუ და დასავლეთი ამ პირობებით ზავზე არ დათანხმდებიან.
კრემლს და კიევს სააგენტოს პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ ისინი „ადგილზე არსებულ ვითარებას გაითვალისწინებენ“. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთი კვლავ იბრძვის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად, რომლებიც უკიდურესად ბუნდოვნად იყო ჩამოყალიბებული („უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“). უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ.
Reuters-ის ცნობით, სამმა წყარომ, რომლებიც იცნობენ პუტინის გარემოცვაში დისკუსიებს, განუცხადა სააგენტოს, რომ პუტინი თავის ვიწრო წრეში თითქოს უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ არის მზად მის პირობებზე მოლაპარაკებისთვის და დასავლეთი კიევს ამაში მხარს უჭერს. მეოთხე წყარო, რომელიც, როგორც Reuters-ი განმარტავს, ადრე პუტინთან მუშაობდა, ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის „ომის გაყინვისთვის“, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გააგრძელოს ბრძოლა.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, Reuters-ის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს „მარადიული ომი“ და მზად არის მოლაპარაკებებისთვის – მაგრამ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად.
Reuters-ის წყაროების თანახმად, პუტინი თვლის, რომ ზავის დადების შემთხვევაში ომის დროს უკრაინის მთელ რიგ ტერიტორიებზე მიღწეული კონტროლი შეიძლება რუს ხალხს „გამარჯვების“ სახით წარედგინოს. ამავდროულად, ახალი გადამწყვეტი შეტევა საჭიროებს ახალ მობილიზაციას, რაც, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინს არ სურს, ვინაიდან ახსოვს 2022 წლის სექტემბერში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის არაპოპულარობა.
ომის შესაძლო დასრულების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა მომავალ თვეში გაიმართება შვეიცარიაში. რუსეთი არ მიუწვევიათ კონფერენციაზე, არაერთი ნეიტრალური ქვეყნისგან განსხვავებით. უკრაინა მოელის, რომ შეხვედრა ათობით ქვეყნის პოზიციების კოორდინაციას მოახდენს რუსეთის მიმართ მოთხოვნების საკითხზე, როგორც შემდგომი მოლაპარაკებების შესაძლო პირობაზე. თუმცა მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ე.წ. სამშვიდობო ფორმულას, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს.
ამავე დროს რუსეთის წარმომადგენლები დადებითად საუბრობენ, მაგალითად, ჩინეთის პოზიციაზე, რომელიც არსებითად მოითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას წინაპირობების გარეშე.
შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ვლადიმირ პუტინი ამჟამად არ ავლენს რეალურ დაინტერესებას სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მოსკოვი, თავის მხრივ, დასავლეთს ადანაშაულებს, რომ ის უკრაინას უკრძალავს მოლაპარაკებების წარმოებას.
Reuters-ის ყველა წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ პუტინი არ ცრუობს, როცა ამბობს, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას არ აპირებს. ალიანსის არაერთმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამოთქვა შეშფოთება, რომ თუ უკრაინაში გამარჯვებას მიაღწევს, პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს ნატოს ქვეყნები, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები.
ფრონტზე ინიციატივა ახლა რუსეთის ჯარების ხელშია, მაგრამ ბოლო თვეებში მათ ვერა და ვერ შეძლეს გარღვევა. მათ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მთელი წლის განმავლობაში რჩება ავდეევკის დაპყრობა. უკრაინელი სამხედროები, თავის მხრივ, სულ უფრო და უფრო ხშირად ურტყამენ სამიზნეებს რუსეთის ჯარების სიღრმეში.
არაერთი დასავლური მედიასაშუალება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იტყობინებოდა, რომ პუტინს სურს კონფლიქტის „გაყინვა“ ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე. თებერვალში Reuters-მა დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მაშინ უარყო ასეთი წინადადება. ოფიციალურად არც მოსკოვი, არც ვაშინგტონი და არც კიევი არ ადასტურებენ, რომ მსგავსი დისკუსიები მიმდინარეობდა.
რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ს ანექსია და მხარი დაუჭირა შეიარაღებულ სეპარატისტებს დონბასში, ხოლო 2022 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელსაც კიევი და დასავლეთი, ისევე როგორც გაეროს უმეტესი ქვეყანა, არაპროვოცირებულ აგრესიას უწოდებენ. რუსეთმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ორივე მხარეს ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე დაეცა ბრძოლებში, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, იყო მსხვერპლი რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაშიც. უკრაინაში ომი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ფორუმი