Reuters – პოლიციამ სტამბოლში, პრაიდის მარშზე ათობით ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში სულ მცირე 30 ადამიანი დააკავა, რომლებიც პრაიდის მარშში მონაწილეობის მიღებას ცდილობდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, კეზბან კონუკჩუზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მსვლელობა უკანონოდ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჰგუფები, რომლებიც მის ჩატარებას ხელს უწყობდნენ, არალეგალურად მოქმედებდნენ.
Reuters-ი წერს, რომ ხელისუფლებამ თურქეთის უდიდეს ქალაქში პრაიდის მსვლელობები 2015 წლიდან აკრძალა, რის მოტივითაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას”

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას